კელი დეგნანმა და საელჩოს თანამშრომლებმა უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად სისხლი ჩააბარეს

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და საელჩოს თანამშრომლებმა უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად სისხლი ჩააბარეს. ინფორმაცია საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება.
“როგორც მრავალი ადამიანი საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენი საელჩოს გუნდი ცდილობს, იპოვოს გზები მამაცი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. დღეს ელჩმა დეგნანმა და ათობით ჩვენმა კოლეგამ უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად სისხლი ჩააბარა.
მოხალისეთა დიდი რაოდენობის გამო ყველას მიღება დღეს ვერ მოესწრო, ამიტომ ვმუშაობთ უახლოეს პერიოდში დარჩენილ მსურველთათვის სისხლის მომდევნო დონაციის ორგანიზებაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fusingeo%2Fposts%2F336682875168319&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”908″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
კელი დეგნანი




