Logo

“კეზერაშვილმა გააგზავნა 3 მაღალჩინოსანი პოლკოვნიკი და რამდენიმე დღეში დოკუმენტაცია სატვირთო მანქანებით იქნა გაზიდული”

საზოგადოება
1176
Frontnews image description

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში ყოფილ დეპუტატს,  ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორს დიმიტრი ლორთქიფანიძეს კითხავენ. 

როგორც ლორთქიფანიძემ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე განაცხადა, გამოძიებას ამ საქმისთვის მნიშვნელოვან მასალებს მიაწვდის, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს დანაშაულში ამხელს.

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიციის მქონე თანამშრომელი, ბატონი ზურაბ ბოჭორიშვილი, რომელიც, ასევე იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან და რომელიც იკავებდა პროექტის მთავარი ინჟინრის პოზიციას, გამოიძახეს თავდაცვის სამინისტროში. თავდაცვის სამინისტროში, სპეციალურ ოპერატიულ თათბირზე, მას უშუალოდ მიმართა ბატონმა კეზერაშვილმა, ის ატარებდა მაშინ ამ თათბირს და ინტერესის საგანი იყო 1938 წელს გამოცემული რუკის ორიგინალის საცავის შესაძლო ადგილმდებარეობა იცოდა თუ არა ვინმემ.

იქ არ იყო მხოლოდ ზურაბ ბოჭორიშვილი, იქ იყვნენ კოლეგა კარტოგრაფები, ტოპოგრაფები, გეოდეზისტები, ადამიანები, რომლებსაც მიწის მოწყობის სისტემასთან დაკავშირებით ჰქონდათ გარკვეული შემხებლობა სხვადასხვა სამსახურებში, იყვნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. ბატონმა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მან იცოდა ასეთი რუკების დაცვის ადგილსამყოფელის შესახებ ანტონივსკაიას 5 ნომერში მდებარე მიწათმოქმედების საპროექტო ინსტიტუტში. ეს იყო პირველ სართულზე დაცული, სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული. საიდუმლო ნაწილი იცავდა მას, ეს არის საიდუმლო რეჟიმში მოქცეული ტოპოგრაფიული მასალა. ამის მერე მოხდა ის, რომ თავდაცვის მინისტრმა გააგზავნა 3 მაღალჩინოსანი პოლკოვნიკი, მათ აღწერეს ეს დოკუმენტაცია და რამდენიმე დღეში იქიდან სატვირთო მანქანებით იქნა გაზიდული",- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. 

თაგები:

Advertisement