“ხალხის მსახური” სკანდალის გამო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს გაათავისუფლებს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატს პაველ ხალიმონს ფრაქცია “ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, – ამის შესახებ ფრაქცია “ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა.
“თუ სახალხო დეპუტატი ხართ და გაქვთ რამდენიმე მილიონი გრივნა, მაშინ უნდა დაეხმაროთ თქვენს ქვეყანას. ეს თქვენი მოვალეობაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ აქტის ეთიკური კომპონენტი ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს და ჩვენს ხედვას ხედვას იმის შესახებ, თუ რას უნდა აკეთებდეს დეპუტატი ომის დროს. ამისთვის პაველ ხალიმონს გაათავისუფლებენ ჩვენი ფრაქციის უფროსის მოადგილის პოსტიდან“, – წერს არახამია.
არახამიამ ასევე მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება და მისცენ ამ მოვლენებს სამართლებრივი შეფასება.
მისივე თქმით, კანონის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
ჟურნალისტური გამოძიებით, ომის დროს ხალიმონმა იყიდა ძვირადღირებული მამული პეჩერის გორაზე, რომელიც ათეულობით მილიონი გრივნა დაჯდა და სხვა პირზე გადააფორმა.
თაგები:
დავით არახამია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს