Logo

ხარაგაულის სოფლებში ხემაღალს და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა და მდინარე ნაწილობრივ გადაკეტა

საზოგადოება
219
Frontnews image description

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ხემაღალს და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა. მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე კორნებასღელე.

"დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ოპერატიულად მოახდინეს სიტუაციის შეფასება. წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

სააგენტოს გეოლოგები ამ დრომდე ადგილზე იმყოფებიან. მათ მიერ, შესაბამის უწყებებთან ერთად გაიცა რეკომენდაციები, რაც გულისხმობს შეგუბების უბანზე გაწმენდით სამუშაოებს, ასევე, მეწყრის ზონაში მონიტორინგის დაწესებას", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

Advertisement