Logo

ხაშურთან მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა

შემთხვევა
1205
Frontnews image description

ხაშური-სურამის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა.

 

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელიც ავტობანის შემოვლით გზაზე მოძრაობდა, ხაშური-სურამის მონაკვეთზე ხრამში გადავარდა. 

 

შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა ყველა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

 

დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა.

 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

Advertisement