Logo

ხათუნა სამნიძე – არ მინდა, ამ პასუხისმგებლობის ნაწილში შევეხიდო “ქართულ ოცნებას“

პოლიტიკა
1367
Frontnews image description

ეს ცვლილება კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელია, თუ როგორ არღვევს “ქართული ოცნება” პირობებს,  – ამის შესახებ  “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

სამნიძის თქმით, ამ ცვლილებასთან ერთდ განსახილველად საარჩევნო ბარიერის საკითხიც უნდა გასულიყო. 

 

“ეს ცვლილება კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელია, თუ როგორ არღვევს „ქართული ოცნება“ პირობებს. ეს არჩევის წესი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების სხვა შინაარსთანაც რომელიც ეხებოდა ბარიერის საკითხს. „ქართულმა ოცნებამ“ ამოიღო ეს საკითხი კონკრეტული პირობით, თუმცა პირობა დაარღვია და დღეს სურს უკვე,  რომ ოპოზიციამ პასუხისმგებლობა აიღოს ერთი წლით არჩეულ პროკურორზე, რომელიც თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იქნება ქართულ ოცნებაზე. მე არ მინდა, რომ ამ პასუხისმგებლობის ნაწილში შევეხიდო “ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ. 

 

საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პროკურორის არჩევის წესს უკავშირდება,  პირველი მოსმენით კენჭი  დღეს ეყრება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები