
ავტორი
Front News საქართველო
დღეს უკვე ღიად ამბობენ ადამიანები, რომ არ უნდათ რაიმე აკავშირებდეთ “ქართულ ოცნებასთან”. ეს მახსენებს წინა ხელისუფლების ბოლო პერიოდს, როცა მოქალაქეები ღიად ემიჯნებოდნენ ხელისუფლებას და ამით აჩვენებდნენ სხვებს, რომ მე არ ვარ იმასთან, რომელიც აუცილებლად უნდა წავიდეს ხვალ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს, საკუთარი დღის წესრიგით წარმართოს წინასაარჩევნო კამპანია.
“დღეს უკვე ღიად ამბობენ ადამიანები, რომ არ უნდათ რაიმე აკავშირებდეთ “ქართულ ოცნებასთან”. ეს მახსენებს წინა ხელისუფლების ბოლო პერიოდს, როცა მოქალაქეები ღიად ემიჯნებოდნენ ხელისუფლებას და ამით აჩვენებდნენ სხვებს, რომ მე არ ვარ იმასთან, რომელიც აუცილებლად უნდა წავიდეს ხვალ. ეს არის ნიშანი იმისა, რომ “ქართული ოცნება” წავა ხელისუფლებიდან 26 ოქტომბერს და იქნება ოპოზიციაში.
ჩვენ არ ვპასუხობთ და არ ვერთვებით “ქართული ოცნების” დაწესებულ კამპანიურ დღის წესრიგში. ისინი ამას ცდილობენ. ყველა კანონი, რომელიც არჩევნების წინ მიიღეს არღვევდა ადამიანის უფლებებს და ყველაფერი ეს კეთდებოდა იმისათვის, რომ მუდმივად თავიანთი დღის წესრიგით წარმართულიყო საარჩევნო კამპანია”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
თაგები:
ხათუნა სამნიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს