Logo

ხათუნა სამნიძე – ე.წ. განდგომილები ამ ქვეყნის მოღალატეები არიან

პოლიტიკა
287
Frontnews image description

ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ “ხალხის ძალის“ წევრები ქვეყნის მოღალატეები არიან.

 

მისი თქმით, ე.წ. განდგომილები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

 

“ე.წ. განდგომილები, რომლებიც სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ორგანული ნაწილი არიან, ამ ქვეყნის მოღალატეები არიან. მე ამ სიტყვას აქამდე ქართულ პოლიტიკაში არასოდეს ვიყენებდი, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც პირდაპირ მიდის ქვეყნის ინტერესები საწინააღმდეგოდ, აზიანებს ამ ქვეყნის ინტერესებს, მომავალს, კეთილდღეობას, უსაფრთხოებას“, – განაცხადა სამნიძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები