ხათუნა სამნიძე – ეს არის მხოლოდ ვაჭრობა და ულტიმატუმის ენით საუბარი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან

ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილის მთავარი გზავნილი საკუთარი ქონების დაცვაა.
სამნიძის განცხადებით, ივანიშვილი ამ წერილით ულტიმატუმის ენით ესაუბრება და ევაჭრება დასავლელ პარტნიორებს.
“ბიძინა ივანიშვილს არ გაუმეორებია ომის რიტორიკა, ბიძინა ივანიშვილმა შეუკვეთა ომის რიტორიკა და დღეს ეს დადასტურდა. ეს არის მისი დაკვეთით “ქართული ოცნების” პროპაგანდა, რომელიც ომის დაწყების დღიდან ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეები დაარწმუნოს და შეაშინოს და გააღვივოს შიში, რომ თურმე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ვისგანაც პირიქით უსაფრთხოებაა უზრუნველყოფილი ამ ქვეყნის წლების მანძილზე, რომ თურმე მოდის ომის რიტორიკა და ომისკენ მოთხოვნა.
ამ წერილის მთავარი გზავნილი, მთავარი სულისკვეთება არის ბიძინა ივანიშვილის ქონების და ფინანსების დაცვა. ის ამ წერილით ევაჭრება და ულტიმატუმის ენით ესაუბრება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და აქ არაფერი კავშირი არ აქვს არცერთ სხვა საკითხს. ეს არის მხოლოდ ვაჭრობა და ულტიმატუმის ენით საუბარი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ მას სჭირდება მისი ფინანსების უკან დაბრუნება. ის მზად არის, სასწორზე დადოს ქვეყნის ინტერესები, როდესაც დასაცავია მისი ფინანსები და რა თქმა უნდა, ასეთ პროცესში, ის არ დაიხევს უკან თავს დაესხას ჩვენს დასავლელ პარტნიორებს”, – განაცხადა სამნიძემ.
თაგები:
ხათუნა სამნიძე




