Logo

ხათუნა სამნიძე – ეს არის საფრთხე და ამ საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას ღარიბაშვილის, იგივე ივანიშვილის ხელისუფლება

პოლიტიკა
840
Frontnews image description

ღარიბაშვილის განცხადება, თითქოს თვითონ ამბობს უარს მაკროფინანსურ დახმარებაზე,  არის ტყუილი. სინამდვილეში, ღარიბაშვილის მთავრობამ უარი თქვა რეფორმების გატარებაზე – ამის შესახებ  „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ Front News-თან  ეკროკავშირის დახმარებაზე  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 

მისივე თქმით, პრემიერის ეს განცხადება არის უარყოფითი სიგნალი საერთაშორისო საზოგადოებისათვის. 

“ღარიბაშვილის განცხადება, თითქოს უარს ამბობს მაკროფინანსურ დახმარებაზე, არის ტყუილი. სინამდვილეში ღარიბაშვილის მთავრობამ უარი თქვა გაატაროს რეფორმები. ამის თქმის გამბედაობაც არ აქვს და ის ესაუბრება თავის ამომრჩეველს, თითქოს საქართველოს არ ჭირდება ფინანსური დახმარება. რეალურად, ეს არ არის მხოლოდ ფინანსური დახმარება,  ეს არ არის სიგნალი საერთაშორისო საზოგადოებისადმი, მომავალში, როდესაც მას დაჭირდება დახმარება, რომ ასეთი დახმარება აღარ გაიცეს. ეს არის საფრთხე და ამ საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას ღარიბაშვილის, იგივე ივანიშვილის ხელისუფლება“, -განაცხადა სამნიძემ სააგენტოსთან საუბრისას. 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირიდან მისაღები თანხა სესხს წარმოადგენს, რომელიც ქვეყანას აღარ ჭირდება. 

Advertisement