Logo

ხათუნა სამნიძე – ეს დაპირისპირება პოლიტიკოსებს შორის არაფერს კარგს არ მოასწავებს

პოლიტიკა
1075
Frontnews image description

ეს დაპირისპირება პოლიტიკოსებს შორის არაფერს კარგს არ მოასწავებს, – ამის შესახებ  საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრი ხათუნა სამნიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, არ მიესალმება ნიკა მელიას მხრიდან ასეთ ნაბიჯებს. 

 

“ძალიან სამწუხაროა,  რომ უკვე დაპირისპირების ამ დონეზე გადავედით, არაფერი არ აკლდა იმას, რაც ვხახეთ ფიზიკურ დაპირისპირებამდე. ძალიან ცუდი სანახავია ეს. ყველამ ვიცით, რა ძალასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ჩვენ მათ არ უნდა დავემსგავსოთ და მე არ მივესალმები ნიკა მელიას მხრიდან ასეთი ტიპის ნაბიჯებს. არ განსხვავდება ეს იმისგან, რაც წულუკიანმა გააკეთა, მე რა, რომ მიკროფონი დააბრუნდა”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ “ტვ პირველის” ეთერში. 

 

ევროკავშირის ოფისთან “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

Advertisement