
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი პარტნიორები თვალს ადევნებენ რამდენად მძიმე ანტიდასავლური კამპანიაა წარმოებული “ქართული ოცნების” მხრიდან და რა თქმა უნდა, მუდმივად არ იქნება მხოლოდ პასუხები, ჩვენი პარტნიორები ქმედებებზეც გადავლენ, – მის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქმედებების ნაწილია ის, რომ უკვე სხვადასხვა ფინანსური დახმარებები და საბიუჯეტო სახსრები შეუჩერდა პარტნიორების მხრიდან საქართველოს.
“ძალიან დიდი ხანია, ჩვენი პარტნიორები თვალს ადევნებენ რამდენად მძიმე ანტიდასავლური კამპანიაა წარმოებული “ქართული ოცნების” მხრიდან და რა თქმა უნდა, მუდმივად არ იქნება მხოლოდ პასუხები, ჩვენი პარტნიორები ქმედებებზეც გადავლენ. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ სხვადასხვა ფინანსური დახმარებისა თუ საბიუჯეტო სახსრების შეჩერების თაობაზე განცხადებებს”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
თაგები:
ხათუნა სამნიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს