
ავტორი
Front News საქართველო
რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ პოლიტიკოსებმა, თუ ამომრჩეველმა საკუთარი ხმა არ დაიცვა, ცვლილებებზე საუბარი ძალიან რთულია, – ამის შესახებ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამომრჩევლის მოტივაცია საარჩევნოდ აუცილებლად გაიზრდება.
“მე ხშირად ვამბობ, რომ პოლიტიკოსებს კი არ მოგვაქვს ცვლილება, არამედ მოაქვს ხალხს და მჯერა, რომ ისინი მოიტანენ ცვლილებებს. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ პოლიტიკოსებმა, თუ ამომრჩეველი არ ადგა და საარჩევნო ყუთთან არ მივიდა, თუ საკუთარი ხმა არ დაიცვა, ცვლილებებზე საუბარი ძალიან რთულია.
დიდი ხანია, ოპოზიციური ამომრჩეველი იბრძვის – ხმას აძლევს, გადის მიტინგებზე, მაგრამ ჩანს, რომ ძალიან გაგვიჭირდა ცვლილებების მოტანა.
დღეს ხელისუფლება ღიად აჩვენებს, რომ ევროპა არ არის მათი არჩევანი. ამიტომ, მგონია, რომ ამომრჩევლის მოტივაცია კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ, რომ ქვეყანა რუსეთისკენ, რომ არ შებრუნდეს, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
თაგები:
ხათუნა სამნიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს