
ავტორი
Front News საქართველო
უფრო მარტივად მართვადი იქნება და გააკეთებს ზუსტად ისეთ განცხადებას, როგორ დავალებასაც მიიღებს პრემიერ-მინისტრისგან, – ამის შესახებ Front News-ს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ილია დარჩიაშვილის დანიშვნის შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, განხორციელებული საკადრო ცვლილები საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გაძლიერების იმედს არ იძლევა.
“ასეთ რთულ ვითარებაში, საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლა ისეთი ადამიანით, რომელიც პირადი ერთგულების ნიშნით უკავშირდება ირაკლი ღარიბაშვილს, ამასთან, მის პროფესიულ კარიერაში მხოლოდ ფრაგმენტირებულად არის საგარეო საქმეთა კუთხით საქმიანობა, ნიშნავს იმას, რომ ის უფრო მარტივად მართვადი იქნება და გააკეთებს ზუსტად ისეთ განცხადებას, როგორ დავალებასაც მიიღებს პრემიერ-მინისტრისგან.
რაც შეეხება დავით ზალკალიანს, როგორც ვიცი, დიდი ხანია იყო ამაზე საუბარი. ის, მიუხედავად თავისი სუსტი პოზიციონირებისა, მაინც ახერხებდა, რომ განცხადებებით მხარი დაეჭირა და საქართველოს პოზიცია გაეძლიერებინა საერთაშორისო ასპარეზზე, ახლა უკვე მისი ჩანაცვლება ადამიანით, რომელიც ღარიბაშვილის ერთგულების პრინციპით არის დანიშნული, არ ქმნის ოპტიმიზმურ განწყობას, რომ ჩვენ გვექნება ძლიერი საერთაშორისო პოზიციები“, – განაცხადა სამნიძემ.
რემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა, ყოფილი მინისტრი დავით ზალკალიანი კი საქმიანობას აშშ-ში საქართველოს ელჩად გააგრძელებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს