ხატია დეკანოიძე – არავის მივცეთ იმის საშუალებას, რომ მოიპარონ და გააყალბონ ეს არჩევნები

ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისის ყველაზე დიდ საარჩევნო უბნებს ელექტროენერგი გაეთიშა. “ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ 20 წუთში ელექტრომომარაგება არ აღდგება, გამანაწილებელ სადგურში პირადად მივა.
“მთელ საქართველოში, მათ შორის ქუთაისში, „ქართული ოცნების“ წაგების აგონიის გამო რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის ყველაზე დიდ უბნებში, რომელიც ტრადიციულად ოპოზიციურად განწყობილია, ჩააქრეს ელექტროენერგია. მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, რომელიც უკანონო დავალებას ასრულებს, ვერ გიშველით ელექტროენერგიის ჩაქრობა, ადამიანების გამწარება, ჩვენ ვდგავართ უბნებზე, დავიცავთ უბნებს ბოლომდე.
მინდა გავაფრთხილო ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კობა გაბუნია, არც თქვენ გიშველით არაფერი, წაგებული გაქვთ არჩევნები და ჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს. მოდით რეფერენდუმზე, მობრძანდით გამარჯვების გასაფორმებლად. ჩვენ დავიცავთ უბნებს. არავის მივცეთ იმის საშუალებას, რომ მოიპარონ და გააყალბონ ეს არჩევნები. 40 წუთი დარჩა საბოლოო გამარჯვების გაფორმებამდე.
თუ უბნებში ელექტროენერგია არ აღდგება, დაახლოებით 20 წუთში ჩავალ გამანაწილებელ სადგურში და დაველაპარაკები პირებს, ვინც პასუხისმგებლები არიან უბნებზე „ქართული ოცნების“ დავალებით შუქის ჩაქრობაზე. არ გიშველით არაფერი. მოდით, მეგობრებო, გაიფორმეთ გამარჯვება!“,- განაცხადა დეკანოიძემ.
,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქუთაისის საარჩევნო უბნებს ამ დროისთვის ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. ავტოქარხნის დასახლების მიმდებარედ, 2-3 საარჩევნო უბანს დაახლოებით 8 წუთი ჰქონდა ენერგომომარაგება შეწყვეტილი.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


