ხატია დეკანოიძე – ჩემს თანამებრძოლებს ვთხოვ, შეწყვიტონ შიმშილობა

ავტორი
Front News საქართველო
ჩემს თანამებრძოლებს ვთხოვ, როგორც მეგობარი, როგორც ადამიანი, გაითვალისწინონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეწყვიტონ შიმშილობა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ანა წითლიძის თვალშისაცემი წონაში კლება შემაშფოთებელია.
“მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობა არის ის, რომ მუდმივი კონტროლის ქვეშ იყვნენ და ყველანაირი პირობა შევუქმნათ იმისთვის, რაც აუცილებელია, რომ უფრო არ დაზიანდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
დღეს არის პირველი დღე, როდესაც ანი არის სუსტად. მაშფოთებს მისი წონაში კლება, რომელიც თვალშისაცემია უკვე. სამივეს დაბალი არტერიული წნევა ჰქონდათ. იმედია, ყველა ერთად შევეცდებით გადავარწმუნოთ ისინი, რომ შეწყვიტონ შიმშილობა”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” სამი დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთოვნით, 6 დღეა, შიმშილობს.





