ხატია დეკანოიძე - სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, ძალიან, ძალიან დიდი, უპატიებელი შეცდომაა

ავტორი
Front News საქართველო
"ლელოს“ შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
"საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას; სანქციების პროცესი, შეიძლება, შეჩერდეს და კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდეს ივანიშვილის და მისი კარტელის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს;
სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ძალიან, ძალიან დიდი, უპატიებელი შეცდომაა“, – წერს დეკანოიძე.
თაგები:
ხატია დეკანოიძე




