ხატია დეკანოიძე – კახა კუჭავასგან მოვითხოვ, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს შალვა პაპუაშვილის ძალადობრივ ქმედებაზე


ავტორი
Front News საქართველო
ხატია დეკანოიძე მოითხოვს, შალვა პაპუაშვილის მიმართ პარლამენტმა რეაგირება მოახდინოს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის განცხადებით, თინა ბოკუჩავაზე “ქართული ოცნების” დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა იძალადა.
“მე, პირადად, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასგან მოვითხოვ, რომ მიიღეს დიდის ამბით ეთიკის კოდექსი, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს შალვა პაპუაშვილის იმ ძალადობრივ ქმედებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა თინა ბოკუჩავას მიმართ. ესენი არიან მოძალადეები როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე მის გარეთ”, – განუცხადა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს