ხატია დეკანოიძე – მიშა საპყრობილეში მათთვის არის გამოუვალი მდგომარეობა და არა მიშასთვის

ავტორი
Front News საქართველო
მიშა საპყრობილეში მათთვის არის გამოუვალი მდგომარეობა და არა მიშასთვის, – ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერია ხატია დეკანოიძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
დეკანოიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის სიძულვილით გამორჩეული წერილი, რომელიც კრემლის პროპაგანდისტებსაც კი შეშურდებოდა, მიზნად ისახავს სააკაშვილის და საბოლოო ჯამში საქართველოს დისკრედიტაციას.
“ღარიბაშვილის დღევანდელი წერილობითი მიმართვა არის გამორჩეული მაგალითი ამორალური სიმდაბლის და იმ გამორჩეული ფსკერის. ის სიძულვილის, ადამიანის სიმდაბლის და ზოგადად, ყველაზე უფრო ამაზრზენი დამოკიდებულების გამოხატულებაა – ეს სიტყვები შეეფერება ღარიბაშვილის იმ მიმართვას, რომელიც დღეს გავრცელდა. ასეთი მიმართვა შეშურდებოდა პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც კი.
ამ მიმართვისთ ყველამ გაიგო, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიზანი მართლმსაჯულება და სამართლიანიაბა კი არ არის სააკაშვილის მიმართ, ბიძინა ივანიშვილის მიზანი არის რეალურად, გადაწეროს საქართველოს ისტორია, შეურაცხყოფა მიაყენოს ვარდების რევოლუციას, სიმდაბლით გამორჩეული ადამიანები ღარიბაშვილის მეთაურობით ცდილობენ საქართველოს სახელმწიფო დაამცირონ”, – განაცხადა დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


