“ხელისუფლება მისაღებ ვარიანტს თუ შემოგვთავაზებს, გვაქვს შესაძლებლობა, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლადაც მივიღოთ”

ავტორი
Front News საქართველო
არ ვემხრობი კობახიძის დაყოფას კონსტრუქციულებად და არაკონატრუქციულებად. რიგგარეშე არჩევნების საკითხში ჩვენ ვართ პარტნიორები, პირიქით, ირაკლი კობახიძე გაცილებით ხისტად და არადემოკრატიულად გამოიყურება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოლაპარაკებების მომხრედ რჩება და პოლიტიკური კრიზისი რაც შეიძლება მალე უნდა გადაიჭრას.
„საერთოდ არ ვემხრობი კობახიძის დაყოფას კონსტრუქციულებად და არაკონატრუქციულებად. რიგგარეშე არჩევნების საკითხში ჩვენ ვართ პარტნიორები, პირიქით, ირაკლი კობახიძე გაცილებით ხისტად და არადემოკრატიულად გამოიყურება, ვიდრე გივი გუმბარიძე იყო 90 წელს, როცა „ეროვნულ მოძრაობას“ დათანხმდა ვადამდელ არჩევნებზე. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვიყავით და ვრჩებით მოლაპარაკებების მომხრეებად, არა იმიტომ, რომ მანდატზე ვართ დახარბებულები, მანდატის საკითხი საერთოდ არ დგას. საქართველოში რეგიონიდან გამომდინარე, იმხელა ტურბულენციაა, ჩვენ არ გვაქვს კრიზისის გრძელვადიანად გაგრძელების ფუფუნება. ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა მოვაგვაროთ ეს. კრიზისი, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა და რაც შეუძლია, კომპრომისები უნდა გააკეთოს ოპოზიციამაც, რათა გადავერთოთ ერთად იმ საკითხების მოგვარებაზე, რაც საზოგადოებას აწუხებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ოპოზიციური ერთობა, მაგრამ თუ საქმე საქმეზე მიდგება და ხელისუფლება შემოგვთავაზებს ისეთ ვარიანტს, რომელიც მისაღები იქნება „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ და ჩავთვლით, რომ ეს სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას განვითარებისთვის და რაღაც იმედს მაინც გააჩენს ცვლილებების, ჩვენ მათგან დამოუკიდებლადაც გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ გადაწყვეტილებები. მთავარი საკითხი აქ ისაა, რომ შეთანხმებამ უნდა დააკმაყოფილოს ის მინიმალური სტანდარტი მაინც, რომელიც სჭირდება სწორი, დემოკრატიული პროცესის შექმნას ქვეყანაში, რაც გულისხმობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


