Logo

“ხელისუფლებას მოლაპარაკება არ სურს, რადგან ვერ იაზრებს რამდენად მწვავე კრიზისშია ქვეყანა შესული”

საზოგადოება
330
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლებას მოლაპარაკება არ სურს და ვერ იაზრებს რამდენად მწვავე კრიზისშია ქვეყანა შესული. 

"მაშინ როდესაც მედიატორი, დანიელსონი საუბრობს კომპრომისსა და მის მნიშვნელობაზე ამ კრიზისის დასაძლევად, კობახიძის და ღარიბაშვილის მხრიდან სიბეცემდე მისულ, სიხისტის გამოვლინებას ვისმენთ, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ სურთ მოლაპარაკება, იმიტომ რომ ვერ იაზრებენ რამდენად საზიანოა ქვეყნისთვის ის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც მათ ქვეყანა შეიყვანეს, განსაკუთრებით 31 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შედეგად", – განაცხადა ბოკუჩავამ.

დღეს, ხელისუფლების პირველმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება.

თაგები:

Advertisement