“ხელისუფლებას ფეხზე ჰკიდია ევროკავშირიც, ევროსაბჭოს პრეზიდენტიც, მათი რეპუტაციაც და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებიც”


ავტორი
Front News საქართველო
მომლაპარაკებლებმა მთელი ამ დღეების განმავლობაში ვერ შეძლეს დაედოთ რამე დოკუმენტი, რასაც „ქართული ოცნება“ დაეთანხმებოდა, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პრეტენზიები იყო ამოუწურავი და საბოლოო ჯამში მოხდა ის, რაც მოხდა.
„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც ჩართული იყო ამ მოლაპარაკების პროცესში, ევროკავშირის ელჩს, აშშ-ის ელჩს და შარლ მიშელის წარმომადგენელს, დანიელსონს, რომელმაც უამრავი დრო და ენერგია დახარჯა იმაზე, რომ რამე სახის შეთანხმებამდე მივსულვიყავით.
ყველამ ვნახეთ, რა მდგომარეობაში წავიდა ეს ადამიანი აქედან და არავინ მინდა იფიქროს, რომ ოპოზიციას რამე კავშირი აქვს იმასთან, რა მდგომარეობაშიც ეს ადამიანი იყო ჩავარდნილი. ამ ადამიანის აღელვება, წასვლა და თავიდან ბოლომდე ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებასა“ და მათ ქცევაზე.
მოლაპარაკების პროცესი არც ერთ მომენტში არც კი მისულა ახლოს, რომ სერიოზულად განხილულიყო ოპოზიციის ხედვები და პოზიციები. მომლაპარაკებლებმა მთელი ამ დღეების განმავლობაში ვერ შეძლეს დაედოთ რამე დოკუმენტი, რაზეც „ქართული ოცნების მხრიდან“ იქნებოდა თანხმობა, ვერ მოახერხეს. მათი პრეტენზიები იყო ამოუწურავი და საბოლოო ჯამში მოხდა ის რაც მოხდა და როგორც დასრულდა ეს მოლაპარაკებები. არ მჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, რას ნიშნავს ამხელა ყურადღება დასავლეთიდან მთელ ამ პროცესზე, არ ესმით, რას ნიშნავს, რომ პროცესში ჩართული იყო ევროსაბჭოს პრეზიდენტი და მან საკუთარ თავზე აიღო ეს პასუხისმგებლობა. საკუთარი და ევროკავშირის რეპუტაცია დადო სასწორის პინაზე. ერთადერთი ახსნა იმ ყველაფერზე, რაც დღეს ნახეთ არის ის, რომ ამ ხალხს ფეხზე ჰკიდია ევროკავშირიც, ევროსაბჭოს პრეზიდენტიც, მათი რეპუტაციაც და ზოგადად საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებიც. ეს არის ერთადერთი ლოგიკური ახსნა ამ ყველაფრის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს