Logo

“ხელისუფლებას, რომელიც გავრილოვისა და ჩვენი ქვეყნის მტრების გულის გასახარად მოქმედებს, დიდი დღე არ უწერია”

საზოგადოება
18.02.2021 / 05:43
1330
Frontnews image description

ხელისუფლებას, რომელიც გავრილოვისა და ჩვენი ქვეყნის მტრების გულის გასახარად მოქმედებს, დიდი დღე არ უწერია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს.

"აქ საქმე მარტო ნიკა მელიას მიმართ განაჩენში არაა, აქ საქმე  ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებაშია, თავისულების დაკარგვაში, არჩევნების გაყალბებაში, ანაკლიის პროექტის ჩაშლაში, სიღატაკესა და უმუშევრობაში, კორუფციასა და ნეპოტიზმში, ქვეყნის  საერთაშორისო,  დემოკრატიული, ცივილური სამყაროს რუკიდან გაქრობაში…

ქვეყანა გადასარჩენია, თორემ მალე, ძალიან მალე საბჭოთა კავშირში გავიღვიძებთ!", – წერს ხაზარაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. 

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიება – გირაო შეცვალა. ბრალდება ენმ-ის თავმჯდომარისთვის სწორედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვეს. მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი. პარალელურად კი პარტიის ოფისთან დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. 

თაგები:

Advertisement