“ხელისუფლების მხრიდან არის მზადყოფნა, რეალურად მიღწეული იქნას შეთანხმება, ასეთივე მზადყოფა არ აქვს მეორე მხარეს”

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მოლაპარაკებების ჩაშლის განზრახვაში ოპონენტებს ადანაშაულებს.
"მზადდოფნა არის ჩვენი, ხელისუფლების მხრიდან, რომ რეალურად მიღწეული იქნას შეთანხმება. ასეთივე მზადყოფა სამწუხაროდ, არ აქვს მოლაპარაკების მეორე მხარეს. არავითარი საფუძველი განცხადების, რომ ის ორი ადამიანი პოლიტიკური პატიმარია, არგუმენტირებული არ გახლავთ. რაც შეეხება ვადამდელი არჩევნებს, ვთქვათ, რამდენად არსებობს მისი ჩატარების საფუძველი და მეორე მხრივ, უმიზეზოდ ჩატარება რამდენად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს", – განაცხადა სარჯველაძემ.
კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციის და "ქართული ოცნების" შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს