
ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ახალი საჯარო სკოლა გახსნეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
435 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში განახლდა სასწავლო სივრცეები. ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარიული კვანძები და პანდუსი. ასევე კეთილმოეწყო სარეკრეაციო სივრცე, შიდა და გარე სპორტული მოედნები.
საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს