ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
შემთხვევა
994

ავტორი
Front News საქართველო
ხობის მუნიციპალიტეტში “ტოიოტას” მარკის ავტომობილი ტრაილერს დაეჯახა. მსუბუქ ავტომობილში მჯდომი 2 პირი დაშავდა და ისინი მოტეხილობებით კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილში იმყოფებოდა მცირეწლოვანიც, თუმცა ის არ დაშავებულა.
შემთხვევის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
თაგები:
ხობი




