ხობში ხანძარს მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემთხვევა
1482

ავტორი
Front News საქართველო
ხობის რაიონის სოფელ ზედა ქვალონში ერთსართულიან სახლს ცეცხლი წაეკიდა და მთლიანად დაიწვა.
ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მამა-შვილი, 28 და 56 წლის მამაკაცები ადგილზე გარდაიცვალნენ.
არსებული ინფორმაციით, მამა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შვილს კი სავარაუდოდ, ხანძრის გაჩენის დროს ეძინა.





