ხობში მიკროავტობუსის და სატვირთოს შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
შემთხვევა
707

ავტორი
Front News საქართველო
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი მოყინულ გზაზე მოცურდა და სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა.
მიკროავტობუსს მგზავრები ფოთში, ტექსტილის ფაბრიკაში გადაჰყავდა.





