ხონში ორი წლის ბავშვმა თაგვის წამალი დალია, მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა


ავტორი
Front News საქართველო
ხონში ორი წლის ბავშვმა თაგვის წამალი დალია. მძიმე მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვანი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც პირველად სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.
ოჯახი ბავშვის ქუთაისის კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, თუმცა არცერთ კლინიკაში ადგილი არ იყო.
ბავშვის ოჯახის წევრების თქმით, მათ უთხრეს, რომ ქუთაისის კლინიკებს ტოქსიკოლოგიური განყოფილება არ აქვს.
ამ დროისთვის ბავშვი რეანიმობილით თბილისში გადმოჰყავთ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს