ხორვატიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი დასრულდა

ავტორი
Front News საქართველო
ხორვატიის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის საქართველოში ვიზიტი დასრულდა.
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ზორან მილანოვიჩს და მის მეუღლეს სტუმრობისთვის მადლობას უხდის.
"დღეს დასრულდა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩისა და მისი მეუღლის, სანია მუსიჩ მილანოვიჩის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მე და ჩემი მეუღლე ბედნიერები ვართ ბატონი ზორანის და ქალბატონი სანიას გაცნობით და იმედს გამოვთქვამთ, რომ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და საშუალება გვექნება ხორვატიისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა უმაღლეს დონეზე ავიყვანოთ.
დიდი მადლობა ჩემს კოლეგას და მის მეუღლეს სტუმრობისთვის და ჩვენი ქვეყნის დაფასებისთვის", - წერს ყაველაშვილი.
თაგები:
ზორან მილანოვიჩი








