Logo

ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში მილანოვიჩი ლიდერობს

მსოფლიო
29.12.2024 / 23:21
238
Frontnews image description

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო და მან შესაძლოა, პირველივე ტურში გაიმარჯვოს.

ცნობილია, რომ მისი მთავარი მეტოქე, მეცნიერების ყოფილი მინისტრი დრაგან პრიმორაკი ხმების 19,29%-ს აგროვებს.

აღსანიშნავია, რომ მილანოვიჩს არაერთხელ უწოდეს პრორუსი პოლიტიკოსი, თუმცა მან ეს არც ერთხელ არ უარყო.

ხორვატიის პრეზიდენტი ეწინააღმდეგებოდა ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღებას, ასევე ხორვატიაში უკრაინული ჯარების წვრთნას ევროკავშირის ძალისხმევის ფარგლებში. მილანოვიჩმა ასევე აკრიტიკებდა დასავლეთის ქვეყნებს უკრაინას ტანკებით და სხვა იარაღით მომარაგებისთვის და აცხადებდა, რომ ეს მხოლოდ ომს გაახანგრძლივებს.

თაგები:

ხორვატია
Advertisement