ხულოში 3 წლის ბავშვი ბაბუასთან ერთად ხევში გადავარდა


ავტორი
Front News საქართველო
ხულოში 3 წლის ბავშვი ბაბუასთან ერთად ხევში გადავარდა. ინციდენტი სოფელ ბეღლეთში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი ბაბუასთან ერთად სამეურნეო ტექნიკით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოტობლოკი ამოყირავდა და ხევში გადავარდა.
მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა, მას დაზიანებები თავის არეში აქვს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 271-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს