Logo

“კიდევ ერთი ნიშანი, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ, ევროპის უარყოფა დიდ განსაცდელში ჩააგდებს ქვეყანას”

საზოგადოება
491
Frontnews image description

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ნატალია საბანაძის მიერ თანამდებობის დატოვებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

დეკანოიძის თქმით, საბანაძის გადადგომა მიანიშნებს, რომ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია.

"ევროკავშირში საქართველოს ელჩის გადადგომა ნამდვილად მიანიშნებს იმ მტკივნეულ საკითხზე, რაზეც ჩვენი დასავლელი მეგობრები საუბრობენ – საქართველოსთვის ევროატლანტიკური სივრცე ვიწროვდება.

საბანაძეზე ყოველთვის კარგი წარმოდგენის ვიყავი და ნამდვილად მიმაჩნია გამორჩეულ კადრად დიპლომატიაში. კიდევ ერთი ნიშანი, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ. ევროპის უარყოფა დიდ განსაცდელში ჩააგდებს ქვეყანას", – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

თაგები:

Advertisement