Logo

“კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას უკრაინასა და საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე”

საზოგადოება
1215
Frontnews image description

ნატო კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას უკრაინასა და საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-უკრაინის კომისიის შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენ მხარი დავუჭირეთ ყოვლისმომცველ რეფორმებს, რაც უკრაინას უფრო მდგრადს გახდის და ხელს შეუწყობს მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას უკრაინასა და საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ალიანსის წევრებმა დაადასტურეს ნატოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მათ ასევე შეშფოთება გამოთქვეს უკრაინისა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციის, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევების გამო.

თაგები:

Advertisement