კიევის ოლქში, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ვერტმფრენი ჩამოვარდა, არიან დაშავებულები


ავტორი
Front News საქართველო
ბროვარში, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ვერტმფრენი ჩამოვარდა, ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.
“ბროვარი. სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტს საფრენი აპარატი დაეცა. ვარკვევთ დაშავებულთა შესახებ მონაცემებს და მომხდარის გარემოებებს. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და ყველა სამსახური უკვე ადგილზეა”, – წერს ტიმოშენკო.
გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს საბავშვო ბაღში ბავშვები იმყოფებოდნენ, ევაკუაცია უკვე დასრულებულია. არიან დაშავებულები.
“ქალაქ ბროვარში ვერტმფრენი ჩამოვარდა საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ კორპუსთან. ტრაგედიის დროს ბაღში ბავშვები და დაწესებულების თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის ყველა ევაკუირებულია. არიან დაშავებულები”, – წერს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსეი კულება.
ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის და აფეთქების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ თვითმხილველებმა გაავრცელეს.
თაგები:
კიევი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს