Logo

კიევმა კამიკაძე-დრონებით რუსული თავდასხმის რამდენიმე ტალღა მოიგერია

უკრაინა
406
Frontnews image description

19 დეკემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კიევზე კამიკაძე-დრონებით მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. მტრის თავდასხმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

 

უკრაინის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში 20-ზე მეტი დრონი დაფიქსირდა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა დაახლოებით 15 “შაჰედი“ გაანადგურეს.

 

“სამწუხაროდ, არის დარტყმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. საგანგებო სიტუციების სამსახური შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობს. ზუსტდება ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ”, – განაცხადა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ.

 

მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, მოქალაქეებს შორის მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან.

 

თავის მხრივ, კიევის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ალექსეი კულებამ განაცხადა, რომ ოლქში ორი დაზარალებულის შესახებ არის ცნობილი, დაშავებულები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

 

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 30 ირანული კამიკაძე-დრონი, რომლებიც უკრაინას 18-19 დეკემბრის ღამეს დაესხნენ თავს.

თაგები:

კიევი
Advertisement