კიევში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები


ავტორი
Front News საქართველო
კიევში, ფართომასშტაბიანი საჰაერო განგაშის დროს ძლიერი აფეთქება გაისმა. ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემამ იმუშავა.
აღსანიშნავია, რომ აფეთქებების ხმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ისმოდა.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და მცხოვრებლებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
გოლოსეევსკის რაიონში რაკეტის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად ადამიანები დაშავდნენ.
კიევის მერის ინფორმაციით, რაკეტა მოხვდა არასაცხოვრებელ კორპუსს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა – 55 წლის მამაკაცი, კიდევ ორი დაჭრილი ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსეთის სარაკეტო თავდასხმის გამო უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ელექტროენერგია გაითიშა კიევის, კიევის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ მტერმა კიევის მიმართულებით 15-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა გაისროლა, ყველა ჩამოგდებულია საჰაერო თავდაცვის მიერ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს