კიევში მთავარი ნაძვის ხე აანთეს


ავტორი
Front News საქართველო
19 დეკემბერს, წმინდა ნიკოლოზის დღეს, კიევში, სოფიას მოედანზე დამონტაჟებული უკრაინის მთავარი ნაძვის ხე აანთეს.
ნაძვის ხის სიმაღლე წელს 31 მეტრის ნაცვლად 12 მეტრია და უკრაინის დროშის ფერებში ანათებს.
“წელს ბევრი დისკუსია იყო – დავდგათ თუ არა ნაძვის ხე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საომარი მდგომარეობის, დაბომბვისა და ელექტროენერგიის გათიშვის პირობებში, მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ნაძვის ხე უნდა იყოს! ჩვენს შვილებს დღესასწაული უნდა ჰქონდეთ! მიუხედავად რუსი ბარბაროსების ყველა მცდელობისა, უკრაინელებს შობა-ახალი წლის სიხარული ჩამოართვან”, – განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე.
ის დარწმუნებულია, რომ “მშვიდობისა და გამარჯვების სურვილი უკრაინელებს დღეს აქვთ – წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის დღესასწაულზე”.
“და ეს აუცილებლად ახდება! ჩვენ გვჯერა უკრაინის! ჩვენ გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების!”, – აღნიშნა მერმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს