კიევში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და პრინცი ჰარი ჩავიდნენ


ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი და პრინცი ჰარი ვიზიტით კიევში ჩავიდნენ.
"ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ უკრაინაში ვიზიტი დაიწყო. მას კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დახვდა“, - წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
პრინცი ჰარი ასევე მოულოდნელი ვიზიტით ეწვია კიევს. The Guardian-ის ცნობით, პრინცი და მისი Invictus Games ფონდის გუნდი კიევში მიიწვიეს დაჭრილების მხარდასაჭერად ახალი ინიციატივების განსახილველად.
პრინცი სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომში უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმს ეწვევა. მოსალოდნელია, რომ ის ასევე მოწვეულ 200 ვეტერანს და უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს შეხვდება.
პრინცმა ჰარიმ აღნიშნა, რომ სურს „ყველაფერი გააკეთოს“, რათა დაეხმაროს მძიმედ დაშავებული ათასობით სამხედრო მოსამსახურის გამოჯანმრთელებას.
"ჩვენ არ შეგვიძლია ომის შეჩერება, მაგრამ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია აღდგენის პროცესის დასახმარებლად“, - აღნიშნა პრინცმა ჰარიმ.
აპრილში პრინცი ჰარი უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც მან უკრაინის შეიარაღებული ძალების ვეტერანები და რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულები მოინახულა.
ასევე გუშინ, 12 სექტემბერს, კიევში ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ჩავიდა. ვიზიტის დროს ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს