კიევში რუსების სარაკეტო დარტყმის შედეგად The Insider-ის ჟურნალისტი დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
რუსული ოპოზიციური გაზეთის The Insider-ის ჟურნალისტი ოქსანა ბაულინა კიევში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
გამოცემის ინფორმაციით, ბაულინამ სარედაქციო დავალებით რუსული ჯარების მიერ კიევის პოდოლსკის რაიონის დაბომბვის შემდეგ დანგრეულ შენობებს იღებდა, როდესაც განმეორებითი სარაკეტო დარტყმის ქვეშ მოყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ორი ადამიანი კი, ვინც მასთან ერთად იმყოფებოდა, დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადრე ბაულინა მუშაობდა პოლიტიკოს ალექსეი ნავალნისთან – ნავალნი LIVE YouTube არხზე და ანტიკორუფციულ ფონდში. მას შემდეგ, რაც ფონდის საქმიანობა რუსეთში აკრძალეს და ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს, 2021 ივნისში ბაულინამ ქვეყანა დატოვა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს