კიევზე რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია


ავტორი
Front News საქართველო
კიევზე რუსი ოკუპანტების 31 ივლისის ღამის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, ტრაგედიის ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
"დღეს რუსებმა კიდევ ერთხელ დაამატეს ბავშვთა მკვლელობები თავიანთ შავ სტატისტიკას. მსოფლიოში პირველი ბავშვთა მკვლელი არმია“, - აღნიშნა მან.
რუსული თავდასხმის შედეგად 159 ადამიანია დაშავებული.
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასობრივი თავდასხმა 31 ივლისის ღამეს დაიწყეს. მათ გამოიყენეს 309 თავდასხმის დრონი და ცხრა „ისკანდერ-კ“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა.
თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კიევი იყო. სვიატოშინსკის რაიონში მრავალსართულიანი შენობის შესასვლელი დაინგრა.
თაგები:
კიევი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს