Logo

კირ სტარმერი და ჯორჯია მელონი ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას ადასტურებენ

უკრაინა
246
Frontnews image description

ვაშინგტონში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების დაგეგმილ შეხვედრაში სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად მონაწილეობას ადასტურებენ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე სტარმერი მზად არის, მხარი დაუჭიროს მოლაპარაკებების შემდგომ ფაზას და დაადასტურებს, რომ მისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში მოლაპარაკებებზე ანკორიჯში ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიწვია. თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრას ასევე დაესწრებიან საფრანგეთის, გერმანიის, ფინეთის ლიდერები, ევროკომისიის პრეზიდენტი და ნატოს გენერალური მდივანი.

Advertisement