Logo

კირბალთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

Frontnews image description

სოფელ კირბალთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ზურაბ დათიაშვილი გაათავისუფლეს.

 

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

 

ზურაბ დათიაშვილი სოფელ კირბალთან დღეს გაიტაცეს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებული იყო ცხელი ხაზი, ასევე ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

Advertisement