“კითხვები მესმის ჩემი წინა მანდატიდან გამომდინარე, მაგრამ არასწორ სახელებს ნუ დავარქმევთ ნურაფერს”


ავტორი
Front News საქართველო
დღეს თამარ ჩუგოშვილი პარლამენტში არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა განმარტა, მისი და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდებოდა.
"არანაირი კავშირი ამას არც ერთ პოლიტიკურ თემასთან არ აქვს. შეეხებოდა "იუესეიდის" ერთ-ერთ პროექტს, რომელიც უკავშირდება საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას და არის წმინდა ტექნიკური სამუშაო პარლამენტთან. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ კითხვები მესმის ჩემი წინა მანდატიდან გამომდინარე, მაგრამ არასწორ სახელებს ნუ დავარქმევთ ნურაფერს", – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს