კობა გელაძე - განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება


ავტორი
Front News საქართველო
[ქვეშეთი-კობის] პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მის დასრულებას როგორც სატრანზიტოდ, ისე დაგილობრივი მოსახლეობისთვის. გამოცდილება, რომელიც ზოგადად დამიგროვდა, დარწმუნებული ვარ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების და სხვადასხვა სამშენებლო აქტივობებისთვის, რომელიც ჩვენს კუთხეში განხორციელდება, გამომადგება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა კობა გელაძემ განაცხადა.
როგორც გელაძემ აღნიშნა, იგეგმება სხვადასხვა სპორტული მოედნისა და ცენტრის გახსნა, მათ შორის, თანამედროვე სტილის სარაგბო მოედნის მოწყობა. მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში, ყველა პროექტი განხორციელდება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით.
"მხარეთმცოდნეობის მუზეუმის აღდგენა-რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს და დასრულების ფაზაშია, ახლა უკვე მიმდინარეობს შიგნით, მექანიკურ-ელექტრო ნაწილის სამუშაოები. ვგეგმავთ სხვადასხვა სპორტული მოედნისა და ცენტრის გახსნას, ერთ-ერთია ყაზბეგის ცენტრალური მოედანი და სამომავლოდ აქ თანამედროვე სტილის სარაგბო სტადიონის მოწყობას ვგეგმავთ. განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს", - განაცხადა კობა გელაძემ.
თაგები:
კობა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს