კობა ხაბაზი - დიახ, მე უნდა მისჯიდეს დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკა სასჯელს იმიტომ, რომ მე ვარ მტერი რუსეთის

ავტორი
Front News საქართველო
დიახ, მე უნდა მისჯიდეს დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკა სასჯელს იმიტომ, რომ მე ვარ მტერი რუსეთის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კობა ხაბაზმა განაცხადა.
მისი თქმით, ის ამაყობს ამით და კვლავაც იამაყებს.
“დიახ, მე უნდა მისჯიდეს დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკა სასჯელს. დიახ, მე უნდა მისჯიდეს სასჯელს რუსეთის ფედერაცია იმიტომ, რომ მე ვარ მტერი იმ ქვეყნის, რომელიც საქართველოში შემოიჭრა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, მე ვარ მტერი იმ ქვეყნის, რომელიც უკრაინაში შეიჭრა.
დიახ, მე ვიბრძოდი ქართულ ლეგიონში, ეს ჩემი სიამაყეა, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და უკრაინა. ჩემთვის საამაყოა, რომ ვიბრძოდი უკრაინის მხარეს, ეს იყო ჩემი ვალი ანწუხელიძის წინაშე, ძმები რომელაშვილების წინაშე, ეს იყო ვალის გადახდა იმ ქართველი მებრძოლების წინაშე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაეცნენ", - განაცხადა კობა ხაბაზმა "ტვ პირველთან".
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "უზენაესმა სასამართლომ" კობა ხაბაზს თავისუფლების 13 წლით აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ე.წ. მთავარი პროკურატურის ცნობით, კობა ხაბაზი დაქირავებული მებრძოლი იყო, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა. რუსული მედიის ცნობით, ხაბაზზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
თაგები:
კობა ხაბაზი




