Logo

“კობახიძე ხისტია და მინაშვილი დიპლომატიური და წესიერი?”

საზოგადოება
538
Frontnews image description

"კობახიძე ხისტია და მინაშვილი დიპლომატიური და წესიერი?"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა გია ვოლსკმა განაცხადა. 

"ირაკლი კობახიძე მაგიდასთან არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა წავიდეთ ყველანი სახლებში და უნდა მოვიდეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. ეს არის ცოტა ურტირებულად, მაგრამ ძირითადად ეს არის ფორმულა, რომელსაც გვთავაზობენ ჩვენი ოპონენტები. ირაკლი ხისტია, თუ უფრო რბილია, ყოველ შემთხვევაში საქმეზე ლაპარაკობს და კონსტრუქციულ წინადადებებს აყენებს. მისი პოზიცია არ არის მისი, ერთი პიროვნების პოზიცია, ეს გუნდის პოზიციაა. ამასთან დაკავშირებით შეაფასეთ შინაარსი და არა კონკრეტულ ადამიანზე ის შეფასება, რომელიც გააჩნია ესოდენ დიპლომატიურ, მაგალითად აკო მინაშვილს. აკო მინაშვილი დიპლომატიურია, წესიერია და თურმე ირაკლი ყოფილა ხისტი. საკითხებს ჩახედეთ, ვინ რა საკითხს აყენებს, ვინ რას ამბობს და საზოგადოებისთვის რომელი პოზიციაა მისაღები", – განაცხადა ვოლსკმა.

თაგები:

Advertisement