
ავტორი
Front News საქართველო
ეს ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში, - ამის შესახებ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა კოჰირ რასულზოდამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
კოჰირ რასულზოდამ ტაჯიკეთის მხრიდან საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.
"ეს ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში.
ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ნდობას, პატივისცემასა და გულწრფელობას. ტაჯიკი ხალხის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ქართველებს ბუნების, მდიდარი კულტურისა და ტრადიციების გამო. ქართველი მეგობრების წვლილი ტაჯიკეთის მეცნიერების, ჯანდაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სფეროებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩვენს ისტორიაში.
ჩვენს შეხვედრას კიდევ ერთ მნიშვნელოვან დატვირთვას სძენს დუშანბეს ცენტრში ერთ-ერთი მთავარი გამზირის სახელწოდება. ჩვენს ქვეყნებს ყოველთვის კარგად ესმოდათ ერთმანეთის და დღეს ჩვენი საერთო მიზანია სერიოზული მუხტი მივცეთ ორმხრივ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით”, - განაცხადა კოჰირ რასულზოდამ.
თაგები:
კოჰირ რასულზოდა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს