
ავტორი
Front News საქართველო
სსიპ კოლეჯ “იბერიას” და შპს ქუთაისის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემურანდუმს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ, კოლეჯ “იბერიას” დირექტორმა ირაკლი ავალიანმა და კონფუცის კლასის წარმომადგენლებმა: გიორგი დათუაშვილმა და ჯეკ ჟუმ მოაწერეს ხელი.
კოლეჯის დირექტორის ირაკლი ავალიანის განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობის მიზანია ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის დასაქმების ხელშეწყობა.
სსიპ კოლეჯ “იბერიაში” ჩინური ენის სწავლების კურსები “კონფუცის კლასი“ პროფესიული სტუდენტებისთვის დაინერგა.
სასწავლო კურსი 2023 წლის ნოემბრიდან დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ჩინური ენის შესწავლას და ცნობიერების ამაღლებას ჩინეთის და ჩინური კულტურის მიმართ.
უფასოდ სწავლის შესაძლებლობა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდას და პროფესიულ სტრუდენტებს შეუქმნის მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას.
თაგები:
იბერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს