Logo

კოლეჯ “იბერიას“ დელეგაცია პოზნანის მრავალპროფილურ სკოლა-ლიცეუმებს ესტუმრა

საზოგადოება
982
Frontnews image description

იმერეთის ყველაზე მსხვილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, კოლეჯ “იბერიას“ დელეგაცია პოლონეთის ქალაქ პოზნანში ვიზიტის ფარგლებში პოზნანის მრავალპროფილურ სკოლა-ლიცეუმებს ესტუმრა.

 

შეხვედრებისას მხარეებმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს, რაც ორმხრივ ჩართულობას, ურთიერთთანამშრომლობას, საგანმანათლებლო საქმიანობაში შეძენილი გამოცდილების გაზიარებას, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას ითვალისწინებს.

 

ასევე დაიგეგმა ქ. პოზნანის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლების საპასუხო ვიზიტი კოლეჯ “იბერიაში”.

თაგები:

იბერია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები